* დედამიწაზე 375 ათასი სახეობის მცენარე ხარობს. მათ შორის ყვავილოვანი 250 ათასია.
* ერთი ხე წელიწადში იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენსაც გამოყოფს ავტომობილი რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლისას.
* ერთი ხე წელიწადში გამოყოფს 120 კილოგრამ ჟანგბადს, რაც საკმარისია წლის განმავლობაში სამი ადამიანის ნორმალური სუნთქვისთვის.
* მცენარე ცერატონია იძლევა თესლს, რომლის ყველა მარცვალი ერთნაირია და ზუსტად 0,2 გრამს იწონის. იუველირები მათ საწონებად იყენებდნენ. წონის სწორედ ამ ერთეულს ჰქვია კარატი.
* დიდ ქალაქში ხე საშუალოდU8 წელიწადს ცოცხლობს.
* ხეები საკვების 10%-ს ნიადაგიდან იღებენ, დანარჩენს კი ატმოსფეროდან.
* საშუალო ზომის ხისგან შესაძლებელია 170 ათასი ფანქრის დამზადება.
* მეხი ყველაზე ხშირად ეცემა მუხას, ფიჭვსა და ნაძვს, თითქმის არასოდეს - თხილს და ალვის ხეს.
მტაცებელი მცენარეები
- ყველაზე მტაცებელი მცენარეები აზიის ტროპიკულ ტყეებში ხარობენ. მათ ფოთლებზე დაგებულ ხაფანგში ხშირად ებმებიან ფრინველები, ბაყაყები, თაგვები, რომელთაც მცენარე სპეციალური ფერმენტებით ინელებს.
- არანაკლებ საშიში მცენარეა ახალზელანდიური ჭინჭრის ხე. მას ძაღლისა და ცხენის მოკვლაც კი შეუძლია. შეხებისას მცენარე მსხვერპლის კანქვეშ ძლიერმოქმედი შხამების მთელ თაიგულს, მათ შორის - ჰისტამინსა და ჭიანჭველამჟავას უშვებს.
ყველაზე, ყველაზე...
- მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ხე L’Arbre du Tenere-ია. მის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსზე არც ერთი სხვა ხე არ იდგა. ცოტა ხნის წინ იგი ავტომობილის დაჯახების შედეგად გადატყდა.
- მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის მცენარე ამაზონიური ვიქტორიაა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ხარობს. მისი ფოთოლი 2 მ დიამეტრისაა და 50 კგ-იანი ტვირთის შეკავება შეუძლია.
- ყველაზე სწრაფად მზარდი მცენარე ბამბუკია. სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში იგი დღე-ღამეში 75-90 სმ-ით იყრის ტანს.
- ყველაზე მყრალი მცენარე ამორფოფალუსია, მას დამპალი თევზის სუნი აქვს. კუნძული სუმატრა, სადაც იგი ხარობს, სწორედ ამ სუნითაა გაჟღენთილი.
- მსოფლიოში ყველაზე მაღალი მცენარე მარადმწვანე სეკვოიაა, რომელიც კალიფორნიაში ხარობს და რომლის სიმაღლე 111 მეტრია.
- ყველაზე მასიურ ხეს შეეძლო მოეცა 3 ათასი კუბური მეტრი ფიცარი და იწონიდა 3600 ტონას. იგი 1905 წელს შტორმის შედეგად დაზიანდა.
- ფესვები ყველაზე ფართოდ აქვს გადგმული ბენგალიურ ფიკუსს - 500 მეტრამდე.
- მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მცენარე შვედეთში ხარობს. მას 9000 წელი შეუსრულდა.
- ყველაზე სქელი ხე სიცილიური წაბლია. იგი 4000 წლისაა და მისი გარშემოწერილობა 64 მეტრს აღწევს.
- ყველაზე დიდი ფოთლები აქვს პალმა რაფიას - მათი სიგრძე 20 მეტრია.
- სამყაროს უძველესი მცენარეები წყალმცენარეებია. ისინი უკვე მილიარდი წელია არსებობენ.
მსოფლიოში
- ავსტრალიაში ბაობაბის უმსხვილეს ღეროებს ციხისთვის ან ავტობუსების გაჩერებისთვის იყენებდნენ. ისინი 30 ადამიანს იტევდა.
- ბრაზილიაში ხარობს მცენარე "რძიანი დვრილი" - საკმარისია, დანა უჩხვლიტოთ, რომ იქიდან მცენარეული რძე იწყებს დენას. ერთ ჯერზე მას 4 ლ რძის მოცემა შეუძლია, რომელიც იმდენად სქელია, რომ წყალში უნდა გაზავდეს და ისე წამოდუღდეს.@
- ინდოეთში ხარობს მცენარე, სახელად კეპელი, რომელიც ისეთ სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, საკმარისია, მიუახლოვდეთ, რომ თქვენი სხეულიდანაც იის სურნელება დაიფრქვევა.
- ახალ ზელანდიაში ხარობს კომბოსტოს ხე, რომელიც კომბოსტოს მსგავს ნაყოფს ისხამს.
- ახალ გვინეაში ხარობს მცენარე, რომელსაც იმდენად მაგარი და ბასრი ფოთლები აქვს, რომ იქაური მამაკაცები მას წვერის მოსაპარსად იყენებენ.
- სამხრეთ აფრიკაში ხარობს ველური ხე, რომელსაც ფესვები 120 მ სიღრმეზე აქვს გადგმული, რაც 30-სართულიანი სახლის სიმაღლეა.
- პოლინეზიაში ხარობს ხე, რომელსაც ისპანახის ფოთლები აქვს.
- აზიაში ხარობს მცენარე "სიცილის ყვავილი". მის მუხუდოს მარცვლის მსგავს
- წყარო
No comments:
Post a Comment